რუსთავის ქუჩებში ღია ელექტრონული ბიბლიოთეკები განთავსდება
რუსთავის ქუჩებში ღია ელექტრონული ბიბლიოთეკები განთავსდება

რუსთავის ქუჩებში ღია ელექტრონული ბიბლიოთეკები განთავსდება. ქალაქის ცენტრალურ პარკში უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკის პირველი სტენდი უკვე დამონტაჟდა, რომელზე დატანილი QR კოდის საშუალებით, ნებისმიერი მსურველი წიგნის საკუთარ ტელეფონში ჩატვირთვას და ინტერნეტის გარეშე წაკითხვას  – Saba Reader აპლიკაციაში  უფასოდ შეძლებს.

ქუჩებსა და სკვერებში უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკები სულ 13 ლოკაციაზე განთავსდება. ცენტრალურ პარკში კი, სამი სტენდი დამონტაჟდება.

ინიციატივა რუსთავის საკრებულოს წევრს ამირან ჯანჯღავას ეკუთვნის. პროექტი რუსთავის თვითმმართველობის მხარდაჭერით ხორციელდება.