რუსთავის მერიაში აცხადებენ, რომ მუშაობს სანიაღვრე სისტემა, ცენტრალური ქუჩები კი წყლისგან უკვე გაწმენდილია
რუსთავის მერიაში აცხადებენ, რომ ძლიერი წვიმის დროს ქალაქის რამდენიმე ადგილზე წყლის დაგროვება უხვმა ნალექმა გამოიწვია, რომელსაც წინ უძღოდა ძლიერი ქარი.
მათივე ცნობით, სანიაღვრე სისტემა მუშაობს და იაღლუჯის ფერდობთან არსებულმა ცენტრალურმა სანიაღვრე არხმა ქალაქი სერიოზული პრობლემებისგან ისხნა.
„ამ წუთებში მერიის ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს და ცენტრალური ქუჩები წყლისგან უკვე გაწმენდილია“, – განაცხადა რუსთავის მერიაში.
რუსთავში ძლიერმა წვიმამ პრობლემები დღეს საღამოს შექმნა. უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა რამდენიმე ქუჩა.