რუსთავის მერია მუშაობის ნაწილობრივ ონლაინრეჟიმზე გადადის. ამის შესახებ განცხადება თვითმმართველობის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.
„COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს, ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია მუშაობის ნაწილობრივ ონლაინ რეჟიმზე გადადის.
მოგმართავთ თხოვნით, ისარგებლოთ კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებებით და მუნიციპალიტეტში განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში მობრძანდეთ.
ნებისმიერი წერილი თანდართული დოკუმენტაციით, შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ მერიის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე [email protected] ან დაგვიკავშირდით მერიის ცხელ ხაზზე: 0(341) 25 51 27, 25 51 83, 27 00 05“, – ნათქვამია განცხადებაში.