რუსთავის მერია მოსახლეობას სურსათს დაურიგებს
რუსთავის მერია მოსახლეობას სურსათს დაურიგებს

რუსთავის მერია მოსახლეობას სურსათს მიაწოდებს. ბენეფიციართა შერჩევა ცხელ ხაზზე შესული ზარების მიხედვით ხდება. დახმარება ეძლევათ, როგორც სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ოჯახებს, ასევე რუსთავის ისეთ მცხოვრებლებს, რომლებიც შესაბამის ბაზაში არ არიან, მაგრამ ამ ეტაპზე საჭიროებენ დახმარებას.

რუსთავის მერიაში ასევე ქოლცენტრი ამოქმედდა. ოპერატორები ნებისმიერ საკითხზე მოსახლეობას 10 დან 18 საათამდე უპასუხებენ.