რუსთავის მერია მიკროავტობუსების მძღოლებთან და კომპანია „ინტერტრანსის“ წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავს
რუსთავის მერია მიკროავტობუსების მძღოლებთან და კომპანია „ინტერტრანსის“ წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავს

რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში ადგილობრივმა მოსახლეობამ და მიკროავტობუსის მძღოლებმა საავტომობილო გზა გახსნეს. აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზის გახსნის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გადაწყდა, რომ მძღოლებთან და კომპანია „ინტერტრანსის“ წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს ქალაქის მერია გამართავს.

აქცია რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში დღეს დილით გაიმართა. მოსახლეობა და ე.წ. თეთრი სამარშრუტო მიკროავტობუსის მძღოლები რუსთავიდან თბილისში, სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალების პრობლემის მოგვარებას ითხოვდნენ. მოსახლეობა ამბობს, რომ ამ მიმართულებით ტრანსპორტი არ მოძრაობს, რადგან კომპანია ინტერტრანსმა ე.წ. თეთრი მიკროავტობუსების მოძრაობა აკრძალა, ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსები კი, საკმარისი რაოდენობით არ არის.

რუსთავიდან თბილისში, სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმართულებით მიკროავტობუსები ამ დრომდე არ მოძრაობენ.