რუსთავის მე-19 მიკრორაიონში მოსახლეობამ ტრანსპორტის პრობლემის მოგვარების მოთხოვნით გზა გადაკეტა
რუსთავის მე-19 მიკრორაიონში მოსახლეობამ ტრანსპორტის პრობლემის მოგვარების მოთხოვნით გზა გადაკეტა

რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში მოსახლეობამ გზა გადაკეტა. ადგილობრივები რუსთავიდან თბილისში, სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალების პრობლემის მოგვარებას ითხოვენ.

მოსახლეობა ამბობს, რომ ამ მიმართულებით ტრანსპორტი არ მოძრაობს, რადგან კომპანია ინტერტრანსმა ე.წ. თეთრი მიკროავტობუსების მოძრაობა აკრძალა. ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსები კი საკმარისი რაოდენობით არ არის.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.