რუსთავის მე-12​ პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა
რუსთავის მე-12​ პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა, ქეთევან ხვედელიანმა მოინახულა.

როგორც სახალხო დამცველის წარმომადგენელმა პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ აღნიშნა, სააკაშვილი ნამდვილად მე-12 დაწესებულებაშია და მისი გადაყვანა არ მომხდარა.

სახალხო დამცველის წარმომადგენელმა, სააკაშვილის მოთხოვნით, ის საკანში მოინახულა. ხვედელიანი აცხადებს, რომ სააკაშვილი თავს სუსტად გრძნობს.

„მიხეილ სააკაშვილი მოვინახულე, იმყოფება დაწესებულებაში. შევხვდი, ვისაუბრეთ. დეტალებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება სახალხო დამცველის აპარატში. ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სუსტი“, – განაცხადა ქეთევან ხვედელიანმა.

კითხვაზე, იყო თუ არა სააკაშვილის გადაყვანის მცდელობა, ხვედელიანმა თქვა, რომ გადაყვანის მცდელობა არ ყოფილა.

„როგორც სააკაშვილმა თქვა, არ ყოფილა არანაირი მცდელობა“, – აღნიშნა ქეთევან ხვედელიანმა.