რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში საახალწლო სოფელი საზეიმოდ აინთო [ფოტო]
რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში საახალწლო სოფელი დღეს საზეიმოდ აინთო. ადგილობრივებს ქალაქის ცენტრალურ პარკში სანტა, ანიმატორების შოუ, ანსამბლ „თუთარჩელას“ კონცერტი და ულამაზესი ილუმინაციებით განათებული გარემო დახვდათ.
წელს პირველად, საახალწლო ღონისძიებები რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში გაიმართება. განათდა თავისუფლების მოედანზე დამონტაჟებული მთავარი ნაძვის ხეც. რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში ახალი წლის ღონისძიებები 29, 30, 31 დეკემბერს გაიმართება.