რუსთავის ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი - კორონავირუსით ინფიცირებული რუსთავის საკრებულოს წევრის სავარაუდო კონტაქტები გამოკვლეულია
რუსთავის ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, დავით ბეგაშვილის ინფორმაციით, რუსთავის საკრებულოს წევრი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული. მისივე თქმით, ინფიცირებულის სავარაუდო კონტაქტები გამოკვლეულია და ყველა მათგანი იზოლაციაში იმყოფება.
„სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება აღნიშნული პიროვნება. სავარაუდო კონტაქტები გამოკვლეულია, ყველა მათგანი კონტროლზეა და იზოლირებულები არიან. იმედია, მკურნალობა წარმატებით ჩაივლის.
მიმდინარეობის პროცესში შეფასებული იქნება სიტუაცია და იმის მიხედვით ვიმოქმედებთ. ამ ეტაპზე დაკვირვება ხორციელდება ყველა პირზე“,- განაცხადა ბეგაშვილმა.
რუსთავის საკრებულოს წევრს და მის მამას კორონავირუსი დღეს საღამოს დაუდასტურდათ. ამასთან, კორონავირუსი დადასტურებული აქვს საკრებულოს წევრის დედასაც, რომელიც ეროვნული ბანკის თანამშრომელია.