გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის დრამატული თეატრის წინ დღეს სამი მსახიობის ვარსკვლავი გაიხსნა.
ნათელა მუხულუშვილის, ირაკლ ბექაიას და ჯემალ მაზიაშვილის ვარსკვლავების საზეიმო ვითარებაში გახსნით აღნიშნა რუსთავის თეატრმა 50 წლის იუბილე.
ცერემონიას კულტურის მინისტრი, ქალაქისა და მხარის პირველი პირები ესწრებოდნენ.
ვარსკვლავების გახსნამდე თეატრის ახლად რეაბილიტირებულ ცისფერ დარბაზში საპრემიერო ჩვენება გაიმართა.წარმოდგენილი იყო სპექტაკლი “კვარტეტი”. სოსო ნემსაძის სპექტაკლში ძველი თაობის მსახიობები მონაწილეობდნენ.
დღესვე თეატრის ფოიეში ჯემალ მაზიაშვილის წიგნის პრეზენტაცია შედგა.