რუსთავის 26-ე საარჩევნო უბანზე ინციდენტი მოხდა
რუსთავის 26-ე საარჩევნო უბანზე ინციდენტი მოხდა

რუსთავის N26-ე საარჩევნო უბანზე ცოტა ხნის წინ ხმაური იყო. უბანზე ორ ამომრჩეველს უბნის თავმჯდომარემ ხმის მიცემის უფლება არ მისცა. საოლქო კომიიის თავმჯდომარის გაგა აფციაურის თქმით, და-ძმას მარკირება აღმოაჩნდათ, რის გამოც ისინი უბანზე არ შეუშვეს.

მოგვიანებით, სიტუაცია შეიცვალა და მამაკაცს ხმის მიცემის საშუალება მისცეს. მისი დის, თეონა ბურჯანაძის თქმით, მას მარკირება არ აქვს, რადგანაც ხმა არ მიუცია. მისი თქმით, უბანზე მიზანმიმართულად არ უშვებენ.

ადგილზე არსებულ სიტუაციას პოლიცია არკვევს.