რუსთავის მე-16 საჯარო სკოლაში კომპანია „რუსთავის წყალის“ წარმომადგენლები წყლის ხარისხს ამოწმებენ. ისინი ლაბორატორიულ სინჯებს იღებენ.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, მოწამლულ ბავშვთა რაიდენობა 10-მდე გაიზარდა.
დღეს დილით, ერთდროულად რამდენიმე მოსწავლე ცუდად გახდა. მოზარდებს ადგილზევე გაეწიათ სამედიცინო დახმარება და მათგან სამი სახლში გაუშვეს.