რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების ნაწილმა მუშაობა შეწყვიტა
რუსთავი -თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების ნაწილმა, რომლებიც ქალაქიდან თბილისში, მაღლივი კორპუსის მიმართულებით მოძრაობდნენ, მუშაობა შეწყვიტეს.
მძღოლების განმარტებით, კომპანია „ინტერტრანსმა“ მათ ყოველდღიური გეგმა 20 ლარით გაუზარდა, რის გადახდასაც ვერ ახერხებენ.
კომპანიის ხელმძღვანელებსა და მძღოლებს შორის ამ დროისთვის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.