დედაქალაქის მთავრობამ კომპანია „სისტრასთან“ კონსულტაციის საფუძველზე რუსთავი-თბილისის ავტობუსების ახალი მარშრუტი დაადგინა. გადაწყვეტილება დედაქალაქის საკრებულომ დღეს დაამტკიცა.
თბილისში ავტობუსის ბოლო გაჩერება მეტროსადგური „ისანი“ იქნება.
ავტობუსი თბილისში რუსთავის გზატკეცილიდან შემოვა, გაივლის გორგასალისა და გულიას ქუჩებს, საიდანაც ჰოლბრუკისა და ნავთლუღის ქუჩებით, მეტრო „ისანს“ დაუკავშირდება.
მარშრუტის ასამოქმედებლად ავტობუსებს რუსთავის მუნიციპალიტეტი შეარჩევს.