უჩა სოსიაშვილმა ეროვნული საფეხბურთო ლიგის გუნდი „რუსთავი“ ჩაიბარა – ინფორმაციას კლუბი ოფიციალურად ჯერ არ ადასტურებს, თუმცა ჩვენი ინფორმაციით, მან გუნდი უკვე ავარჯიშა.
გუნდის მთავარი მწვრთნელი ვარლამ კილასონია იყო. გავრცელებული ინფორმაციით, მან პოსტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა, მაგრამ „რუსთავში“ რჩება და ახალგაზრდული სექტორს მიხედავს.
შეგახსენებთ, რომ კილასონია ახალგაზრდული სექტორში მუშაობდა, სანამ გუნდს მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ გაზაევი იყო. რაც შეეხება უჩა სოსიაშვილს, ის ბოლოს „სამტრედიას“ ავარჯიშებდა. მისი ხელმძღვანელობით გორის „დილა“ საქართველოს ჩემპიონი გახდა. ის ყველაზე ახალგაზრდა სპეციალისტია, რომელმაც ეს ტიტული მოიპოვა – ოქროს მედალს სოსიაშვილი 26 წლის ასაკში დაეუფლა.
ახალი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით „რუსთავი“ პირველ შეხვედრას კვირას, 2 სექტემბერს, ბოლნისის „სიონთან“ ჩაატარებს.