აფხაზეთში გმირულად დაღუპული ზაზა ბენდელიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი „ბენდელას თასის“ გათამაშება დასრულდა, ტრადიციული ტურნირის გამარჯვებული კი „რუსთავი“ გახდა.
„ბენდელას თასის“ ფინალში „რუსთავს“ „საბურთალო“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კი „ზესტაფონი“ „ოდილ ახმედოვის აკადემიასთან“ 1:2 დამარცხდა.
ტურნირის დასრულების შემდეგ 2022 წლის „ბენდელას თასის“ გათამაშების ნომინაციებში გამარჯვებულები გამოავლინეს:
საუკეთესო მეკარე – ბოტირ ბახტიოროვი (ოდილ ახმედოვის აკადემია)
საუკეთესო მცველი – ბადრი შალიკიანი (საბურთალო)
საუკეთესო ნახევარმცველი – დანტე მუჯრიშვილი (საბურთალო)
საუკეთესო თავდამსხმელი – ნოე დრიაევი (რუსთავი)
საუკეთესო გოლის ავტორი – ოტაბეგ ვალიჯანოვი (ოდილ ახმედოვის აკადემია)
ბომბარდირი – საბა დოლიძე 8 გოლი (ზესტაფონი)
საუკეთესო ფეხბურთელი – გიორგი ღუნაშვილი (რუსთავი)
ამას გარდა, ზაზა ბენდელიანის ოჯახმა დააწესა პრიზი, რომელიც პერსპექტიულ მეკარეს, „რუსთავის“ კიპერს, გიორგი დერევიაჩენკოს გადაეცა.