„რუსთავი 2“ ავრცელებს ვიდეოჩანაწერს, რომლის მიხედვითაც, გედევან ფოფხაძე, აკია ბარბაქაძე და გიგა მაქარაშვილი პარლამენტის შენობის აღებაზე საუბრობენ
„რუსთავი 2“ ავრცელებს ვიდეოჩანაწერს, რომლის მიხედვითაც, გედევან ფოფხაძე, აკია ბარბაქაძე და გიგა მაქარაშვილი პარლამენტის შენობის აღებაზე საუბრობენ

„რუსთავი 2“ ავრცელებს ვიდეოჩანაწერს, რომლის მიხედვითაც, გედევან ფოფხაძე, აკია ბარბაქაძე და გიგა მაქარაშვილი პარლამენტის შენობის აღებაზე საუბრობენ.

„ხალხი თუ მოვიდა, მივიღეთ ლეგიტიმაცია, რომ ავიღოთ შენობა. შენობის აღების გარეშე არ გამოვა. მაიდანი და ქუჩაში ხალხი შანსი არ არის… სიცივეში ვინ გამოვა, თუ შენობაში შეიყვან, ღამეს გაათევენ.

შენობაში შეყვანის გარეშე ხალხი არ დარჩება ღამე, ვარიანტი არ არის…  თუ ესენი მწვანეს ანთებენ, ჩვენ გვაძლევენ საშუალებას, რომ უნდა გამოეყოს რაღაც ჯგუფი და პირველი ტალღა მიიღონ, დანარჩენები აგვყვებიან მერე, მასე ხდება… 2 თვის თემაა რა, მაინც დაამხობენ ესენი“, – ისმის ვიდეოჩანაწერში.