რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები კვლავ იმყოფებიან.
რამდენიმე წუთის წინ, აქციის რამდენიმე მონაწილემ „ქართული ოცნების“ პარტიული დროშა დაწვა.
პარლამენტთან აქციაზე რამდენჯერმე დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების მიმართ, რომლებიც პარლამენტში შეჭრას ცდილობდნენ, სპეციალური აღჭურვილობა გამოიყენეს.
ამ დროისთვის, პარლამენტის წინ აქციის მონაწილეები აღარ არიან შეკრებილი.