რუსთაველის თეატრის გვირაბში 18 ივნისს „ახალი ქიმერიონი“ იხსნება. ახალი სივრცე, რომელიც მუდმივად დაეთმობა თანამედროვე მუსიკალურ, ვიზუალურ და საშემსრულებლო ხელოვნებას. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.
პროექტ „ახალი ქიმერიონის’’ გახსნის დღის მონაწილე არტისტები უკვე ცნობილია. საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ:
• VazhMarr and Zagareli & Strings
• მაქს მაჩაიძე
• ნიკა მაჩაიძე
• ილია ქორქაშვილი
• გიორგი ქორქაშვილი
• ანდრო დადიანი
• გიორგი მელაძე
• შოთა იზორია
• გრაფიკის თანამედროვე ცენტრი, გრაფიკოსები : ნინო ინჯია, ლეილა გრიგოლია.
• რუსთაველის თეატრის მსახიობები: ანა ამილახვარი, თამთა ინაშვილი, ლაშა ჯუხარაშვილი.
გახსნაზე დასწრება თავისუფალია. აღსანიშნავია რომ „ქიმერიონი“ იყო ქართული თეატრალური სივრცე შემოქმედებისა და შთაგონებისთვის, სადაც გასული საუკუნის წინ მეამბოხე ქართველი და უცხოელი არტისტები (პოეტები, მხატვრები, მუსიკოსები, რეჟისორები და ა.შ.) ერთად ქმნიდნენ უნიკალურ ექსპერიმენტულ ნამუშევრებს.