რუსთაველის თეატრის გვირაბში „ახალი ქიმერიონი“ გაიხსნა. ახალი სივრცე მუდმივად დაეთმობა თანამედროვე მუსიკალურ, ვიზუალურ და საშემსრულებლო ხელოვნებას.
პროექტ „ახალი ქიმერიონის“ პირველ დღეს დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობა სხვადასხვა სფეროს არტისტებმა მიიღეს. მათ შორის:
• VazhMarr and Zagareli & Strings;
• მაქს მაჩაიძე;
• ნიკა მაჩაიძე;
• ილია ქორქაშვილი;
• გიორგი ქორქაშვილი;
• ანდრო დადიანი;
• გიორგი მელაძე;
• შოთა იზორია;
• გრაფიკის თანამედროვე ცენტრი, გრაფიკოსები : ნინო ინჯია, ლეილა გრიგოლია;
• რუსთაველის თეატრის მსახიობები: ანა ამილახვარი, თამთა ინაშვილი, ლაშა ჯუხარაშვილი.
„ქიმერიონი“ იყო ქართული თეატრალური სივრცე შემოქმედებისა და შთაგონებისთვის, სადაც გასული საუკუნის წინ მეამბოხე ქართველი და უცხოელი არტისტები (პოეტები, მხატვრები, მუსიკოსები, რეჟისორები და ა.შ.) ერთად ქმნიდნენ უნიკალურ ექსპერიმენტულ ნამუშევრებს.
პროექტი თბილისის მერიის ხელშეწყობით განხორციელდა.