რუსთაველის თეატრი სეზონს 17 ივნისს, რობერტ სტურუას სპექტაკლით „სადღაც, ცისარტყელას მიღმა“ დახურავს
რუსთაველის თეატრი სეზონს 17 ივნისს, რობერტ სტურუას სპექტაკლით „სადღაც, ცისარტყელას მიღმა“ დახურავს

რუსთაველის თეატრი სეზონს 17 ივნისს დახურავს. ინფორმაცია თეატრის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

139-ე სეზონის ბოლო წარმოდგენა რობერტ სტურუას სპექტაკლი ‘„სადღაც, ცისარტყელას მიღმა” იქნება.

დადგმა ორ მოქმედებად იქნება წარმოდგენილი.

„სადღაც ცისარტყელას მიღმა“ ლაშა თაბუკაშვილის პიესაა, წლების წინ ამავე დრამატურგის პიესა „მერე რა, რომ სველია სველი იასამანი“ რობერტ სტურუას ერთ ერთი ყველაზე წარმატებული სპექტაკლი იყო.