რუსთაველის გამზირზე საყოველთაო-სახალხო შეკრება დასრულდა [ფოტო]
რუსთაველის გამზირზე საყოველთაო-სახალხო შეკრება დასრულდა [ფოტო]

რუსთაველის გამზირზე საყოველთაო-სახალხო შეკრება დასრულდა.

შეკრება საქართველოს ეროვნული ჰიმნით გაიხსნა.

შეკრებილებს სიტყვით მიმართეს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, თბილისის მერმა, კახა კალაძემ და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა.

ტრიბუნა ასევე დაეთმოთ ახალგაზრდებს. სიტყვით გამოვიდნენ ბაქარ ადამია, ქეთი კეკელია და ვაჟა კოკაია.

შეკრება „ჩაკრულოთი“ დაიხურა.