რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე დაკავებული მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლდა
მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი, მორის მაჩალიკაშვილი, რომელიც გუშინდელი აქციის დროს დააკავეს, ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლდა.
მორის მაჩალიკაშვილის საქმის განხილვა 29 ივნისს გაგრძელდება. როგორც ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა განაცხადა, მორის მაჩალიკაშვილს წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან, თუმცა ის პოლიციას დაკავების დროს დაემორჩილა და ადმინისტრაციული დარღვევა არ ჩაუდენია.
ადვოკატის თქმით, მორის მაჩალიკაშვილის გარდა, ოთხი ქისტი ახალგაზრდაც დააკავეს, რომლებსაც მოსამართლემ ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.