რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა. პარლამენტის შენობის წინ ამ დროისთვის აქციის რამდენიმე მონაწილე რჩება.
ღამით აქციის რამდენიმე მონაწილემ განაცხადა, რომ რუსთაველის გამზირზე, საავტომობილო გზაზე, აქციაზე დაკავებული პირების გათავისუფლებამდე, მჯდომარე აქცია გაიმართებოდა. ამ და შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით აქცია დღეს, საღამოს პარლამენტთან ისევ არის დაანონსებული.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია თბილსერვისის თანამშრომლებმა დაასუფთავეს.