რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, სადაც მდუმარე აქცია მიმდინარეობს, პოლიციის დამატებითი ძალები არიან მობილიზებული.
რუსთაველის გამზირზე ვითარება პერიოდულად იძაბება. ცოტა ხსნის წინ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა მდუმარე აქციის მონაწილეების მხარეს, პარლამენტთან გადანაცვლება სცადეს. ადგილზე მობილიზებული პოლიცია შეეცადა სიტუაციის განეიტრალებას.
ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე სიმშვიდეა.
რუსთაველის გამზირზე ორი ურთიერთსაპირისპირო აქცია მიმდინარეობს. აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მათი თქმით, აქციის მიზანი 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე განვითარებული ძალადობრივი მოვლენებისგან გამიჯვნაა. აქციას შეუერთდნენ „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლები, რომელთაც გუშინ „ღირსების მარში“ ვერ გამართეს. ამასთან, რუსთაველის გამზირზე, ქაშვეთის ეკლესიასთან იმყოფებიან გურამ ფალავანდიშვილი, მისი თანამოაზრეები.