რუსთაველის გამზირზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლაა, დააკავეს რამდენიმე პირი
თბილსიში, რუსთაველის გამზირზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა და დაპირისპირება მიმდინარეობს.
პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა, ისინი პატრულის ავტომობილში ჩასვეს.
ასევე, სამართალდამცველები ალეკო ელისაშვილის დაკავებასაც ცდილობდა, თუმცა ის არ დაუკავებიათ.
დაკავებები და შეხლა-შემოხლა გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეების მხრიდან გზის კვლავ გადაკეტვის მცდელობას მოჰყვა.
პარალელურად, აქციის მონაწილეებს გამომსვლელები მიმართავენ.
რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.
ამასთან, შსს-მ ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევისთვის 18 პირი დააკავა.