რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ დაპირისპირება მოხდა.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან 20-მდე ადამიანი მივიდა, რომლებიც „თბილისი პრაიდის“ ჩატარებას აპროტესტებდნენ და აგრესიით გამოირჩეოდნენ. მათ „პალიტრანიუსის“ ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ადგილზე ვითარება საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა განმუხტეს და სამი ადამიანი ადგილიდან გაიყვანეს.