რუსთაველის გამზირზე დასუფთავების სამსახური მუშაობს და მიმდებარე ტერიტორიას ასუფთავებს
რუსთაველის გამზირზე დასუფთავების სამსახური მუშაობს და მიმდებარე ტერიტორიას ასუფთავებს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც აქცია მიმდინარეობს, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან და მიმდებარე ტერიტორიას ასუფთავებენ.

აქციის მონაწილეების ნაწილი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩება, თუმცა ისინი ჭიჭინაძის და ჩიტაძის ქუჩაზე არიან შეკრებილები.

აქციის ორგანიზატორების ერთმა ნაწილმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ დღეს დაიშლებიან და აქციას ხვალ, დღის 12:00 საათისთვის გააგრძელებენ, ხოლო მეორე ნაწილი აცხადებს, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერტიტორიაზე რჩებიან, რადგან ახლა დაშლა მუხტის ჩაკვდომას გამოიწვევს.