რუსთაველის გამზირზე დაჭრილ მოზარდს გულ-მკერდის არეში მრავლობითი ჭრილობა აქვს
რუსთაველის გამზირზე დაჭრილ მოზარდს გულ-მკერდის არეში მრავლობითი ჭრილობა აქვს. ამის შესახებ ინგოროყვას სახელობის კლინიკის ექიმმა კონსტანტინე მუმლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
“პაციენტი მოყვანილია სასწრაფოს მიერ. აღენიშნება მრავლობითი ჭრილობები გულ-კერდის მიდამოში. პაციენტი აყვანილია საოპერაციო ბლოკში, მიმდინარეობს სასიცოცხლო ფუნქციების ხელოვნური ჩანაცვლება”,- განმარტა ექიმმა.