რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებსა და გამვლელს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა [ვიდეო]

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებსა და გამვლელს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, უცნობმა პირმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რამაც მათი გაღიზიანება გამოიწვია.

კონფლიქტი ადგილზე მყოფმა სამართალდამცველებმა განმუხტეს, რომლებმაც უცნობი პირი სიტუაციას გაარიდეს.