რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები ცდილობენ, პარლამენტის შენობას წრე დაარტყან, ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები მათ დაშლისკენ მოუწოდებენ
რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები ცდილობენ, პარლამენტის შენობას წრე დაარტყან, ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები მათ დაშლისკენ მოუწოდებენ

აქციის მონაწილეები, რომლებიც რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ იმყოფებოდნენ, ცდილობენ, გადაინაცვლონ პარლამენტის შენობის უკანა მხარეს. აქციის ორგანიზატორები მოუწოდებენ ადგილზე შეკრებილებს, პარლამენტის შენობას წრე დაარტყან.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათ სურთ, წრე დაარტყან პარლამენტის შენობას და მმართველი გუნდის წევრებს თავიანთი ხმა გააგონონ.

ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების ლიდერები.

რუსთაველის გამზირზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები შესაბამისი ტექნიკით. ისინი შეკრებილებს მოუწოდებენ, დაიშალონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გამოყენებული იქნება კანონით განსაზღვრული ზომები.

აქციის მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ.