რუსთაველის გამზირზე აქციაზე სამი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, – ამის შესახებ პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
სამივე მათგანი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.
რუსთაველის გამზირზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებულია.
აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ზვიად კუპრავამ პარლამენტის წინ შეკრებილებს მოუწოდა, პარლამენტის წინ გზის სავალი ნაწილი დაეკავებინათ.
თავდაპირველად, გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა რამდენიმე ადამიანმა სცადა, რომლებიც სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან გაიყვანეს.
თუმცა მოგვიანებით, გზის სავალ ნაწილზე აქციის სხვა მონაწილეებიც გადავიდნენ, რის შემდეგაც ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერდა.
რუსთაველის გამზირზე ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია 16:00 საათიდან მიმდინარეობს.