„რუსთაველია და გავიცნოთ“ - სააღდგომო თემატიკაზე რუსთავში გამოფენა გაიმართა
„რუსთაველია და გავიცნოთ“ - სააღდგომო თემატიკაზე რუსთავში გამოფენა გაიმართა

პროექტის „რუსთაველია და გავიცნოთ“ ფარგლებში, რიგით მეორე გამოფენა მოეწყო რუსთავში.

სააღდგომო თემატიკაზე ხელით შექმნილი ნამუშევრები უკვე ცნობილმა და ახალგაზრდა, დამწყებმა ხელოვანებმა წარმოადგინეს.

პროექტის მიზანი ახალგაზრდა ხელოვანების აღმოჩენა, მათი ნამუშევრების ფართო საზოგადოებისთვის წარდგენა და ცნობადობის ამაღლებაა.

პირველი გამოფენა ქალთა საერთაშორისი დღეს მიეძღვნა და თეატრის ფოიეში გაიმართა.

პროექტის იდეის ავტორი მაია დალაქიშვილია.