რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ხუთი რაკეტა და „კამიკაძე“ დრონები გაანადგურა
რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო და საჰაერო დარტყმები განახორციელეს. დარტყმები საჰაერო და სახმელეთო რაკეტების, ასევე „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალები ავრცელებენ.
საერთო ჯამში, რუსმა სამხედროებმა სხვადასხვა ტიპის ცხრა რაკეტა და 27 უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენეს. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსეთის მხრიდან გაშვებული ცხრა რაკეტიდან ხუთი რაკეტა და ყველა „კამიკაძე“ დრონი გაანადგურა.
რუსულმა მხარემ იერიში განახორციელა კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე. თავდასხმის ძირითადი მიმართულებაა უკრაინის აღმოსავლეთი, კერძოდ, დნეპროპეტროვსკის რეგიონი.