რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან სოფელ ხურვალეთის მკვიდრი დააკავეს.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, თემო ხუხაშვილი სოფელ წითელუბნის საძოვარზე საქონელს მწყემსავდა, რა დროსაც მისი დაკავება მოხდა.
მწყემსი ოკუპირებული ცხინვალის დროებითი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.
მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.