რუსმა სამხედროებმა სოფელ ჭვრინისის მცხოვრები მე-12 კლასელი მოსწავლე დააკავეს
რუსმა სამხედროებმა სოფელ ჭვრინისის მცხოვრები მე-12 კლასელი მოსწავლე დააკავეს

რუსმა სამხედროებმა სოფელ ჭვრინისის მცხოვრები მე-12 კლასელი მოსწავლე დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს სოფლის რწმუნებულმა, მარიამ გულიაშვილმა დაუდასტურა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ერთი პირი ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ცნობით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმაცია უკვე მიეწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.