რუსმა სამხედროებმა ხერსონის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანეს.
თავდასხმის შედეგად ქალაქ ბერისლავში ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.
პროკუდინის განმარტებით, დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.