რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით სოფელ ზარდიაანთ კარის მკვიდრი გენადი ბესტაევი დააკავეს
რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთ კარის მკვიდრი გენადი ბესტაევი დააკავეს.
ბესტაევის დაკავების ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა. ბოლოს საოკუპაციო ხაზის კვეთისთვის მას ორთვიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ოკუპირებული ცხინვალის ციხე ბესტაევმა ერთი კვირის წინ დატოვა.
გენადი ბესტაევი ეთნიკურად ოსი ეროვნების რვა ოჯახთან ერთად საოკუპაციო ხაზთან ცხოვრობს. ოჯახების ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას სპეციალური, ე.წ. საშვებით ახერხებს. ბესტაევს ასეთი საშვი არ ჰქონდა.