რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ 50-დღიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ 50-დღიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა. „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ ხელმძღვანელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის იხდიდა სასჯელს.
თავდაპირველად ნავალნი 30 დღით დააპატიმრეს. მას ბრალი მოსკოვში არასანქცირებული მიტინგის ორგანიზებაში დასდეს. ვადის ამოწურვის და საპატიმროს დატოვებისათანავე, ნავალნის 9 სექტემბრის აქციის ორგანიზატორობის გამო სასჯელი დაუმძიმეს და კიდევ 20 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
ციხიდან გამოსულ ნავალნის ჟურნალისტები და მისი შტაბის წევრები დახვდნენ.
„ციხეში გატარებული 50 დღის განმავლობაში, ჩვენ დავინახეთ ბევრი მტკიცებულება, რომ ეს რეჟიმი დეგრადაციას განიცდის. მათ შორის დავინახეთ სადაზვერვო სამსახურების და კოსმოსური სფეროში ჩავარდნები“, – განაცხადა ნავალნიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.