რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქის ოთხ დასახლებულ პუნქტზე დარტყმები განახორციელეს, არიან დაღუპულები და დაჭრილები
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქის ოთხ დასახლებულ პუნქტზე დარტყმები განახორციელა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
დაბომბვის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, ელექტროგადამცემი ხაზები და ტრანსფორმატორები, განადგურდა მანქანები, სასოფლო-სამეურნეო და კერძო საწარმოების სათავსები.
რუსმა სამხედროებმა მიკოლაევის რეგიონის საპორტო ინფრასტრუქტურა „სმერჩის“ რეაქტიული სისტემებით დაბომბეს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოკუპანტები საჰაერო დარტყმებით ავიწროებენ განთავისუფლებულ დასახლებებს და უკრაინის პოზიციებს, ასევე არტილერიით ბომბავენ დასახლებულ პუნქტებს.