რუსმა ოკუპანტებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონის მცხოვრები, გელა როსტობაია გაიტაცეს. როგორც საქართველოს პირველი არხის კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, მამაკაცი ენგურზე თევზაობდა, სადაც ოკუპანტებმა დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, გელა როსტობაია ოკუპანტებმა რუსულ ბაზაზე გადაიყვანეს.
გატაცებული გელა როსტობასიას ოჯახიში ზუგდიდის მერის პირველი მოადგილე გიორგი შენგელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებთან და მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურის უფროსთან ერთად იმყოფებოდა. მათი განცხადებით, ყველა შესაბამისი უწყება ჩართულია, რათა გატაცებული დროულად გათავისუფლდეს.
„ეს არის რუსული ოკუპაციის მორიგი გამოვლინება, საოკუპაციო რეჟიმის მიერ ყოველდღიურად ხდება ადამიანის უფლებების დარღვევა. მთავრობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ყველაფერს აკეთებს, რომ მოხდეს გატაცებული ჩვენი მოქალაქის დროული გათავისუფლება“, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.