რუსლან პოღოსიანის იურიდიულ კომიტეტში გაწევრიანების საკითხზე დეპუტატებმა ბიუროს სხდომაზე იკამათეს
რუსლან პოღოსიანის იურიდიულ კომიტეტში გაწევრიანების საკითხზე დეპუტატებმა ბიუროს სხდომაზე იკამათეს

დღევანდელი ბიუროს სხდომის დღის წესრიგში არ აღმოჩენა ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების“ წევრის რუსლან პოღოსიანის იურიდიულ კომიტეტში გაწევრიანების შესახებ საკითხი, რასაც ფრაქციის თავმჯდომარის გია ჟორჟოლიანის და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის მოადგილის გედევან ფოფხაძის პროტესტი მოჰყვა.

საორგანიზაციო დეპარტამენტმა განმარტა, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა ეს ინფორმაცია უარყო გია ჟორჟოლიანმა. მისი თქმით, ფრაქციასთან არანაირი კონსულტაცია არ გამართულა.

„ფრაქციის კვოტის შესაბამისად, იურიდიულ კომიტეტში ჩვენი ფრაქციის წევრის რუსლან პოღოსიანის გაწევრიანების შესახებ განაცხადი დიდი ხნის წინ იყო შეტანილი. მაშინ გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ეს საკითხი გადაგვედო, თუმცა უკვე თვეზე მეტია საკითხი რაც გადადებულია. შეუძლებელია ეს პროცესი უსასრულოდ გაგრძელდეს, პოღოსიანი ახლა არცერთი კომიტეტის წევრი არ არის. რატომ ჭიანურდება პროცესი ასე განმარტებას ვითხოვთ. თუ რამე პრობლემაა გვითხარით” – განაცხადა ბიუროს სხდომაზე გია ჟორჟოლიანმა.

თვაის მხრივ, საკითხს გამოეხმაურა გედევან ფოფხაძეც.

„კანონი პირდაპირ ითხოვს, რომ ეს საკითხი შემოვიდეს ბიუროს სხდომაზე. რომ არ შემოვიდა, ეს არის კანონდარღვევა და არა – ხარვეზი. საკითხის გადადება არანაირი ტექნიკური პრობლემა არ არის და ასე რატომ ხდება, გაუგებარია”, – აცხადებს გედევან ფოფხაძე.

ბიუროს სხდომას თამარ ჩუგოშვილი უძღვებოდა, რომლის თქმითაც, საკითხი მომავალი ბიუროს დღის წესრიგში შევა.