რუსი სამხედროების მიერ ოდესაზე მიტანილი სარაკეტო იერიშის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუს სამხედროების მიერ ოდესაზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ხოლო სამი დაშავდა. დაშავებულებს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, თავდასხმა ბალისტიკური რაკეტებით განხორციელდა.
ამას გარდა, დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურაც.
ბოლო 24 საათის განმავლობაში დაიბომბა დნეპროპეტროვსკის ოლქიც, სადაც ერთი პირი დაშავდა, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, საბავშვო ბაღი, ბენზინგასამართი სადგური და ელექტროგადამცემი ხაზი.