რუსი სამხედროების მიერ ორი დღის წინ დაკავებული არასრულწლოვანი გაათავისუფლეს
რუსი სამხედროების მიერ ორი დღის წინ დაკავებული არასრულწლოვანი გაათავისუფლეს

საოკუპაციო რეჟიმმა ორი დღის წინ რუსი სამხედროების მიერ დაკავებული მეთორმეტე კლასის მოსწავლე გაათავისუფლა. ინფორმაცია პირველ არხს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

საოკუპაციო რეჟიმმა 16 წლის ტატო ხარაზიშვილი ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლა. ე.წ. საზღვრის კვეთისთვის დადგენილი 2000 რუსული რუბლი ოკუპირებულ ცხინვალში მცხოვრებმა ხარაზიშვილების ოჯახის ნათესავმა გადაიხადა.

გათავისუფლებული მოზარდი ქართველ სამართალდამცავებს უკვე გადასცეს ერგნეთის საგუშაგოზე.

რუსმა სამხედროებმა სოფელ ჭვრინისის მცხოვრები მე-12 კლასელი მოსწავლე 30 ივნისს დააკავეს.