რუსი სამხედროების მიერ ხარკოვზე სარაკეტო იერიშის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 16 კი დაშავდა
რუსი სამხედროების მიერ ხარკოვზე სარაკეტო იერიშის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 16 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, რაკეტები საცხოვრებელ კორპუსებს მოხვდა, ასევე, კორპუსის პირველ სართულზე მდებარე მაღაზიებსა და ადგილობრივ ინფრასტრუქტურას.
„როიტერის“ ცნობით, მეხანძრეები ცეცხლს რამდენიმე საათის განმავლობაში აქრობდნენ. პარალელურად, მიმდინარეობდა ევაკუაციის პროცესი.
ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე პირი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
როგორც „როიტერი“ წერს, მოსკოვი უარყოფს მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ განზრახ თავდასხმას.