რუსი სამხედროების მიერ გატაცებული სოფელ კირბალის მკვიდრი გაათავისუფლეს
საოკუპაციო რეჟიმმა სოფელ კირბალიდან გატაცებული 39 წლის მამუკა სამხარაძე გაათავისუფლა. ის ქართველ სამართალდამცავებს ერგნეთის საგუშაგოზე გადასცეს.
გათავისუფლებული დასაკითხად შსს-ს შიდა ქართლის დეპარტამენტში გადაიყვანეს.
მამუკა სამხარაძე რუსმა სამხედროებმა სოფელ კირბალთან, ტყეში დააკავეს. ის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით უკვე მესამედ დააკავეს.