რუსი მოციგურავე მწვრთნელს იცვლის და სომხეთის სახელით გამოსვლას აპირებს
თანამედროვე ფიგურული ციგურაობის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი, პიონჩანგის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანი ევგენია მედვედევა დაშორდა თავის მწვრთნელს ეთერი თუთბერიძეს.
რუსი მოციგურავე ცნობილ კანადელ სპეციალისტთან ბრაიან ორსერთან სამუშაოდ გადადის, – ამის შესახებ რამდენიმე რუსულმა გამოცემამ დაწერა.
ორსერი ცნობილია ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონთან იუძურუ ჰანიუსთან და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონთან ხავიერ ფერნანდესთან მუშაობით.
ორსერთან თანამშრომლობის დაწყებისთვის, 18 წლის მედვედევა ივნისში კანადაში გადავა საცხოვრებლად.
სპორტსმენი განიხილავს მოქალაქეობის შეცვლას და აპირებს ოფიციალურ ტურნირებზე სომხეთის სახელით გამოვიდეს.
მედვედევას მამა – სომეხია და სპორტსმენი კარიერის პირველ წლებში ბაბასიანის გვარით გამოდიოდა, შემდეგ კი ბებიის გვარზე გადავიდა.