რუსეთში წყალდიდობას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა
რუსეთში წყალდიდობას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთში, ირკუტსკის ოლქში, წყალდიდობას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. რეგიონში გამოცხადებულია საგანგებო მდგომაროება.

​სტიქიური უბედურების ზონაში ჩავიდა რუსეთის პრეზიდენტიც. ის დაზარალებულებს დახმარებას დაპირდა.

რუსეთის საგანგებო სამსახურის ცნობით, სტიქიის შედეგად დატბორილია 4200 საცხოვრებელი სახლი, რომელშიც ათი ათასი ადამიანი ცხოვრობს.

ირკუტსკის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, რეგიონში ნალექი კვლავ მოსალოდნელია. გადაუღებელი წვიმის გამო, მდინარეებში წყლის დონე მომატებულია, რაც წყალდიდობის გამეორების საფრთხეს ქმნის. ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

წინასწარი მონაცემებით, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი 800 მილიონ რუბლს აჭარბებს.