რუსეთში, ვორონეჟის ოლქის ოსტროგოჟსკის რაიონში დრონით იერიშის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
რუსეთში, ვორონეჟის ოლქის ოსტროგოჟსკის რაიონში დრონით იერიშის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია.
როგორც ოლქის გუბერნატორი ალექსანდრ გუსევი აცხადებს, ღამით რაიონის თავზე დრონი ჩამოაგდეს, რომლის ჩამოვარდნის შემდეგაც გაჩნდა ხანძარი, ცეცხლი ფეთქებადსაშიშ საგნებს მოედო და დაიწყო დეტონაცია. ამასთან, რეგიონის მეთაური არ აკონკრეტებს, თუ სად ჩამოვარდა დრონი.
უკრაინულ და რუსულ ტელეგრამარხებში გავრცელებული ცნობებით, დრონი საბრძოლო მასალების საწყობის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ვორონეჟის ოლქის გუბერნატორის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.