რუსეთში, ვოლგოგრადის ოლქში საწვავის გადამზიდ სარკინიგზო შემადგენლობას დრონი მოხვდა
რუსეთში, ვოლგოგრადის ოლქში საწვავის გადამზიდ სარკინიგზო შემადგენლობას დრონი მოხვდა. შედეგად, სატვირთო მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედიასაშუალებები ავრცელებენ.
მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად ერთ-ერთი ავზი აფეთქდა და ადგილზე ხანძარი გაჩნდა. მობილიზებულია ოპერატიული სამსახურები. ინციდენტი ღამის პირველ საათზე მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავებულები არ არიან.
საგანგებო სამსახურების ცნობით, რელსებიდან სულ 9 ვაგონი გადავიდა. ამჟამად ხანძარი ლოკალიზებულია.